ჩვენ, თბილისის №199 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ჩვენს სკოლაში თანატოლთა შორის ჩაგვრის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჩაგვეტარებინა. შევადგინეთ კითხვარი, რომ დაგვედგინა რა იციან მოსწავლეებმა ბულინგის შესახებ.
სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციების შემდეგ მოვამზადეთ ინფორმაცია ბულინგის (თანატოლთა ჩაგვრის) ფორმებისა და პრევენციის შესახებ და გავუზიარეთ ჩვენს თანატოლებს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმირებული თაობა უარს იტყვის თანატოლთა ჩაგვრაზე.