თერჯოლის კერძო სკოლის  „მზეკაბანი 2007“ მეათე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის ფარგლებში“ საკლასო პროექტი “ტურისტული ალისუბანი” განახორციელეს. პროექტს   რამდენიმე მიზანი  აქვს:  ალისუბნის  ტურისტული პოტენციალის გაზრდა,  სოფელში არსებული მაჩიტაურის ციხისა და მდინარე ჩხარაზე ალისუბნის კანიონის ფართე საზოგადოებისათვის გაცნობა,   სათემო პრობლემების გადაჭრაში მოსწავლეთა ჩართულობა, მოსწავლეებში კვლევის, ინფორმაციის მოპოვებისა და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.

ყველაფერი მაჩიტაურის ციხის ისტორიის შესწავლით დაიწო, მოსწავლეებმა ინფორმაცია  ისტორიული წყაროებიდან მოიპოვეს,  ასევე –  ჩხარის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მოძღვარისგან მღვდელ რომანოზ გვენეტაძეისგანაც მიიღეს. საპროექტო ჯგუფის წევრებმა მაჩიტაურისა ციხისა და ალისუბნის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება.

გაწმინდეს  მისასვლელი  გზა, აქციაში ,,მზეკაბანის’’  მეათე კლასის მოსწავლეებთან  ერთად სოფელ ალისუბნის  ადმინისტრაციული ერთეულის, თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ალისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და თემის მოსახლეობა  მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს ინიციატივით მაჩიტაურის ციხისა და ალისუბნის კანიონის შესახებ ნიშნულების დადგმისა და მათი ტურისტულ მარშრუტში  ჩასმის შესახებ, შედეგმაც არ დააყოვნა.

მათ მიიღეს დასტური, ალისუბნის კანიონისა და მაჩირტაურის ციხის ტერიტორიაზე  ნიშნულებისა და ბანერების დამზადება- განთავსების და თერჯოლის ტურისტულ მარშრუტში მაჩიტაურის ციხის ჩასმის შესახებ. აღნიშნული წერილობით დაადასტურა, როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ავთანდილ ჩუბინიძემ, რომელმაც ნიშნულების დამზადებისთვის  180 ლარი  გამოყო და ასევე, თერჯოლის სახელოვნებო გაერთიანების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა ბატონმა ზურაბ ჩხიკვაძემ. მოსწავლეებმა კი საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და დაინტერესებულ პირებს დაურიგეს. ,,მოსწავლეთა ძალისხმევით ტურისტებს და დაინტერესებულ პირებს გაუადვილდებათ გადაადგილება ტურისტული ობიექტების მიმართულებებით, ალისუბანში უკვე განთავსდა ორენოვანი ბანერები, რომლებზეც კულტურული ძეგლების მოკლე ისტორიაა განთავსებული’’ – ამბობს ხათუნა დიდიძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.