2015  წლის 18-19 ივნისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  (CTC)  ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „ორგანიზაციის PR-ი და მარკეტინგი“. ტრენინგის დროს მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდის მიზნით.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის PR-ისა და მარკეტინგის საბოლოო სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის კოორდინატორები, გამგეობის წევრები, ადმინისტრაციის, CTC-ისა და PH intrenational-ის  წარმომადგენლები. ტრენინგი გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია   PH international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.