2015 წლის 6-8 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „კრიტიკული მეგობრის-პროფესიული გაზიარების ჯგუფი“. ტრენინგს უძღვებოდა ქ-ნი თეა ლობჟანიძე და მასში მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის 11 რეგიონული კოორდინატორი.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორები, თავის მხრივ, გაუზიარებენ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და სწავლების ახალ მეთოდებს პროგრამაში ჩართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს 11 რეგიონში. სკოლებში “კრიტიკული მეგობრის ჯგუფების” ფორმირება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.