2015  წლის 29  იანვარს 
ბათუმში დაიწყო 4 დღიანი ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ სამოქალაქო
განათლების პედაგოგებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა
28 პედაგოგი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან  და  მას სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქ-ნი  ცირა თავშავაძე უძღვებოდა.

ტრენინგის დროს განიხილეს სამოქალაქო განათლების სწავლების  ძირითადი საკითხები, სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება, სამოქალაქო მონაწილეობა, პროექტი – როგორც სასწავლო მეთოდი, მოსწავლეთა შეფასების მეთოდები და სკოლის როლი სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ხელშეწყობაში. „თოთხმეტი წელია
სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში.

გაკვეთილის მსვლელობის
დროს ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სასწავლო პროცესს რაღაც აკლდა. რაც ჩვენი
სკოლა შეუერთდა პროგრამას „მომავლის თაობა“ მდგომარეობა შეიცვალა და  შედეგი უკვე სახეზეა: მოსწავლეები გააქტიურდნენ
საზოგადოებრივი საქმიანობისათვის და  მეტი მონდომებით
ეკიდებიან საგანს“ – აღნიშნა ქ-ნმა ლია დიასამიძემ, საჩინოს საჯარო სკოლის სამოქალქო
განათლების პედაგოგმა.

ტრენინგი „დემოკრატიული
მოქალაქეობის სწავლება“, აგრეთვე ჩატარდება ა.წ. იანვარი-მარტის თვეებში  პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების
480 სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში. ტრენინგი
„დემოკრატიული მოქალაქეობის
სწავლება“ ტარდება  „მომავლის თაობა“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH
International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და
 კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით.