სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტიბაანის საჯარო სკოლის IX და  X კლასის მოსწავლეები და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი ნანა მაისურაძე, თბილისში ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძლა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა ბ-ნმა გიორგი  ფარეშიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე;  ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე.

ვიზიტის მონაწილეებმა  გაიცნეს  ნატო-ევროკავშირის  თანამშრომლები და გაეცნენ მათი საქმიანობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს. ვიზიტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები შეკითხვებზე.