2015 წლის 10-11 ოქტომბერს, ბათუმის კავკასიის ბიზნესის სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი პროგრამის „მომავლის თაობა“ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისათვის. ტრენინგის
საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ სოციალური მედიის გამოყენების საერთაშორისო
პრაქტიკას და სამოქალაქო ჩართულობისთვის სოციალური მედიის გამოყენების საშუალებებს.
მოსწავლეები ასევე დაეუფლნენ ბლოგების,
YouTube-ისა და Facebook-ის გამოყენებას სამოქალაქო ჩართულობისთვის. სოციალური
მედიის ტრენინგს დაესწრო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
წარმატებული ბლოგერი ლელა შარაძე, რომელმაც მოსწავლეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ტრენინგი ჩაუტარდა 15 მოსწავლეს აჭარის რეგიონის
სკოლებიდან. მომდევნო თვეების განმავლობაში სოციალური მედიის ტრენინგები ჩატარდება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში.