მოსწავლეებმა სოფელ ჯალაურთაში მცხოვრები ქალბატონებისთვის კომპიუტერის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაუკეთეს ორგანიზება. ქალბატონებს მეცადინეობები სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ჩაუტარა.

“ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ჩვენს სოფელშიც ქალთა უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იმისათვის რომ ქალების დასაქმების შესაძლებლობა გაზრდილიყო, მათი უნარების გაძლიერებაზე ვიფიქრეთ და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენ ვგეგმავთ ინიციატივებს ამ მიმართულებით“ – ამბობს ნინო ცარციძე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლე.

მოსწავლეებმა ასევე აწარმოებს კამპანია ქალთა უფლებების დაცვის თემაზე. დაამზადეს და თემში დაარიგეს ბუკლეტები.

სკოლაში ჩატარდა ტრენინგები და კონფერენცია – გამოფენა, სადაც საზოგადოებას ის ქალბატონები გააცნეს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით მსოფლიო შეცვალეს. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის პედაგოგის ხელშეწყობით მოსწავლეებმა პროექტი პროგრამა „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის დაფინანსებით განახორციელეს.