2016 წლის16 ნოემბერს, ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განახორციელეს საკლასო პროექტი „ჩვენც დავბერდებით“. საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ღულაძის დახმარებით, წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია და სკოლაში შეაგროვეს სურსათი და სხვა საჭირო ნივთები.
შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ სოფლის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს სახლში, გადასცეს საჩუქრები და დახმარება გაუწიეს საოჯახო საქმეებში – დაუჩეხეს შეშა, მოუტანეს წყაროს წყალი. მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ დახმარება გაუწიონ სოფლის სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს.