სოფელ ქვემო ხვითის მოსწავლეებმა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახი მოაწყვეს.განახლებულ გარემოში მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე წიგნის კითხვის კვირეული და ნახატების კონკურსი ჩაატარეს. მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს გამოკითხვა თემში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მოამზადეს საინფორმაციო ფურცლები – „დისკრიმინაცია და თანასწორობა-ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ და დაარიგეს ქვემო ხვითისა და ნიქოზის თემში.
ორი მეზობელი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ვიქტორინა სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების თემაზე და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა.