შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თემის ინფორმირება უკანონო ხე–ტყის ჭრასა და ამ მიზეზით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, იმ მძიმე შედეგებზე, რაც მოყვება  გარემოს დაბინძურებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გამოკითხვა თემში არსებული პრობლემების შესახებ, ჩატარდა  ღია გაკვეთილი ბუნების დაცვის თემაზე და გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და ჩატარების საკითხებზე. მოეწყო შეხვედრა სატყეო სააგენტოს წარმომადგენელთან, სადაც საუბარი შეეხო უკანონო ხე–ტყის ჭრას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს.

მოეწყო გამწვანების აქცია თემის წევრებთან თანამშრომლობით, რომლებმაც მოსწავლეებს ნერგები და ყვავილების ჩითილები გადასცეს. თემში დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები  გააგრძელებენ მუშაობას გარემოს დაცვის საკითხებზე – მოეწყობა ფლეშ მობი და მომზადდება ვიდეო რგოლი ადვოკატირების კამპანიის გასაგრძელებლად.