სამოქალაქო კლუბის წევრები სოფელი თამარისიდან, მათ მიერ შემუშავებული პეტიციის მეშვეობით სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. სოფელ თამარისის №1 სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობს.
გამომდინარე იქიდან რომ, ნარჩენების გატანა კვირაში მხოლოდ 1-ხელ ხდება, სკოლის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობის ნაგავი გროვდება და გარემო ბინძურდება. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსწავლეებმა პეტიცია შეადგინეს, ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერები შეაგროვეს და სოფელ თამარისის საკრებულოს თავმჯდომარეს გადასცეს.
პეტიციის ფარგლებში მოსწავლეები დახურული ნაგვის ურნის გამოყოფას და სკოლის ტერიტორიაზე განთავსებას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰპირდა.