სოფელ ეშტიის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი საგზაო უსაფრთხოების თემაზე წარმატებით განახორციელეს. სამოქალაქო განათლების პედაგოგის და ადგილობრივი პოლიციელის დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს რა არის საგზაო უსაფრთხოება, რა როლი ეკისრება პოლიციელს და თითოელ მოქალაქეს საგზაო უსაფრთოების დაცვის საკითხში, როგორია საგზაო მოძრაობის წესები და რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი.პროექტის ფარგლებში გაიმართა ღია გაკვეთილი, რომლის დროსაც მოსწავლეებმა პოლიციელთან ერთად იმსჯელეს და განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.

პროექტის ბოლოს კი, მათ სკოლის ცენტრალური შესასვლელი და შუქნიშანი ფერადად მოხატეს. ამგვარად მოუწოდეს საზოგადოებას დაიცვან საგზაო უსაფრთხოება.კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს მომავალ თაობას სასიკეთო საქმეში!