სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ლაგოსის“ წევრებმა განაცხადეს, რომ სკოლის მიმდებარედ არის მოედანი, რომელსაც სიჩქარის მოყვარული მძღოლები „დრიფტისთვის“ იყენებენ. ამიტომ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად, შეიმუშავეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სლოგანები, რომლითაც გააფორმეს ქვეითთა გადასასვლელი.