ყველაფერი მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევით დაიწყო, რამაც გამოავლინა სასკოლო საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: სკოლამდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობა, სააქტო დარბაზის არარსებობა და სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. მათი მოგვარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ორგანიზება გაუკეთა მრგვალ მაგიდას, სადაც მოწვეულნი იყვნენ სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად მოსწავლეება მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მოემზადებინათ წერილი და პროექტის გეგმა, რაც წარმატებით განახორციელეს და განათლების სამინისტრომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. ტენდერის შედეგად უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სააქტო დარაბაზისა და სკოლის ეზოსთვის საჭირო სამუშაოების განხორციელებას. ასევე, სკოლამდე მისასვლელი გზის გაკეთება ჩასმულია 2023-24 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტშიც, სადაც მათ დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა უმასპინძლა.