თბილისის №141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს  მცირე საგრანტო პროექტი სახელწოდებით – “სკოლის ეზოს კეთილმოწყობა“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის  კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემოს შექმნა სკოლაში.

თავდაპირველად მოსწავლეებმა დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია. სკოლის ადმინისტრაციამ   პროექტის ფარგლებში შეიძინა  რკინის ბადე, საღებავები და უზრუნველყო ეზოს შემოღობვის სამუშაოები.

პროექტში აქტიურად მშობლებიც ჩაერთვნენ, მათ  სკოლის ეზოს გამწვანებისთვის სხვადასხვა მცენარეების  და ყვავილების ნერგები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნაძალადევის გამგეობასთან და მერიის გამწვანების სამსახურთან ადვოკატირების პროცესი აწარმოეს.

შედეგად,  მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ საშემოდგომოდ სკოლის ეზოსთვის ხის ნერგებს  მიიღებენ. ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს №141 სკოლის მოსწავლეებს სკოლაში მოწესრიგებული და დაცული ეზო აქვთ.