2015 წლის 9 ივნისს, ბოლნისის კულტურის სახლში, სკოლა „დავითიანის“ სპექტაკლის „დროა დავამსხვრიოთ სიჩუმე“ პრემიერა შედგა. სპექტაკლი გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში.
სკოლა „დავითიანის“ მე-10 კლასელმა მოსწავლეებმა წინასწარ ჩაატარეს კვლევა თემში, ძალადობისადმი მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით შექმნეს სცენარი, რომელშიც აჩვენეს ძალადობის სხვადასხვა სახეები, საფრთხე და საშიშროება საზოგადოებისთვის.
დასასრულს გაიმართა დისკუსია სპექტაკლის დროს ნაჩვენები პრობლემების შესახებ. მაყურებლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი ბროშურები, მოსწავლეებმა საზოგადოებაში გაავრცელეს ინფორმაცია ძალადობის პრევენციის და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ.
სპექტაკლს დაესწრნენ ბოლნისის სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სპექტაკლი გააშუქა ადგილობრივმა გაზეთმა და ტელევიზიამ.