ბოლნისის კერძო სკოლის „დავითიანი” მე-10 კლასის მოსწავლეებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ,,განთიადი“ გამწვანების და დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ცენტრის ეზო საჭიროებდა დასუფთავებას, ხოლო იქ არსებული საქანელები შეკეთებას, ამის გამო ცენტრის ბენეფიციარები ეზოს არ იყენებდნენ.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ცენტრს დახმარებოდნენ პრობლემების მოგვარებაში. მოსწავლეებმა დახმარებისთვის მიმართეს ქ.
ბოლნისის შპს ,, კომუნალური მეურნეობას“, რომელმაც პროექტის განსახორციელებლად გამოყო საჭირო იარაღები და სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარნენ ხეების გაკაფვასა და საქანელების შეკეთებაში. აქციაში ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები და თემის წევრები.
მოსწავლეების ინიციატივითა და თემის აქტიური ჩართულობით, შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციარებს აქვთ სუფთა გარემო, სადაც შეუძლიათ თავისუფალი დროს გატარება. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა 65-მა ადამიანმა მიიღო.