ფორუმზე ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 17 პროექტს სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა მოიძიონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან მათი იდეების განხორციელებაში.ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა: ლაზიკა კაპიტალი, გემუანი, სტარ ფუდი, APM Terminals Poti, ბიმეისონი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პრაიმ ბეტონი, ემბისი, ბავშვთა გასართობი ცენტრი ბიგ დეი და რადიო ათინათი. ასევე, შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობა სკოლების გაძლიერებისთვის. ფორუმზე დამსწრეებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრნ APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი ეთუნა ცოტნიაშვილი;შპს ბიმეისონის მმართველი პარტნიორი ხატია გაბუნია;შპს პრაიმ ბეტონის გარემოს დაცვის მენეჯერი თინათინ ჟიჟიაშვილი და ადამიანების უფროსი ოფიცერი სალომე კვახაძე;ასევე, მოსწავლეებს მეწარმეობის შესახებ ესაუბრა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა. სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია ათინათი.