ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე, მოსწავლებლებმა ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 14 სხვადასხვა პროექტი გააცნეს, რომლებიც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავდნენ მიზნად. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობბის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, დამსწრეებს საკუთარი კომპანიების CSR აქტივობები გააცნეს ბაზისბანკის ფილიალის მმართველმა ირაკლი გოგიაშვილმა და ვივა დეველოპმენტის პროექტების მენეჯერმა ლაშა გვაჯაიამ. ფორუმის მსვლელობისას, “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდოები გადაეცათ “ბაზისბანკის”, “ვივა დეველოპმენტის”, “პილოტი 2014-ის” და “რადიო ათინათის” წარმომადგენლებს, რომლებმაც გასულ წელს დააფინანსეს მოსწავლეთა პროექტები.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია “ათინათი”.