ფორუმზე ჩვენი პარტნიორი სკოლების მოწავლეებმა, ადგილობრივი კერძო სექტორის წინაშე, 10 სხვადასხვა პროექტი წარადგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესეუბლი კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.

ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, მათ კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს “ლილო მოლის” დამფუძნებელმა ვაჟა უსანეთაშვილმა და “ლიდერფუდის” ფიანსურმა დირექტორმა გივი დოლიძემ. კომპანია “ლიდერფუდს” ასევე გადაეცა “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდო გასულ წელს გამართულ ფორუმზე დაფინანსებული პროექტისთვის.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი“.