სკოლა – ბიზნესის ფორუმი ამჯერად გურიაში გაიმართა. ადგილობრივ კერძო სექტორს მოსწავლეებმა 20 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ ბიზნესების წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა “ჩაის გზა”, “გურიელი”, “ინგლისურის აკადემია”, “კრისტალი”, “ტექნოპარკი” და “ასკანგელ ალიანსი”. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის. დამსწრეებს აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა ასოციაცია „ჩაის გზის“ დამფუძნებელი ალეკო მამეშვილი, ხოლო ადგილობრივი თემის გაძლიერების საკითხი განიხილა კომპანია „ანასეული ოტკას“ დირექტორმა გენო ხუჭუამ. ასევე, რეგიონის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ეკონომისტმა მიხეილ ჭკუასელმა, ვილა ჩხავერის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე კი ახალგაზრდებს მეწარმეობის შესახებ უამბო.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024