ჩვენი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 11 საპროექტო იდეა წარუდგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭრდნენ ამ პროექტების განხორციელებას.
ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გურიელი – Gurieli-ს წარმომადგენელმა ეკატერინე გობრონიძემ და Dumbo Eco Camp-ის წარმომადგენელმა ლიზა მურვანიძემ.
ფორუმზე “სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდოები გადაეცათ კომპანიებს გურიელი, ჯანმრთელობის სახლი გურიაში, არტ ნონა, ციცინათელა და გრინ-ვეი.
გურიის მასშტაბით USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი