ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლა ,,ანაბასისის;; მოსწავლეების ინიციატივით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, სკოლაში ბიბლიოთეკა განახლდა. სკოლის ადმინისტრაციამ ბიბლიოთეკის ოთახის რემონტისთვის თანხები გამოყო.
წიგნადი ფონდი კი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებით შეივსო. ,,თითო წიგნი სკოლას;; ამ სახელწოდებით ორგანიზებული აქციით ბიბლიოთეკას 100ზე მეტი წიგნი გადასცეს მშობლებმა, პედაგოგებმა და თემის წევრებმა.
გარემონტებული სასკოლო ბიბლიოთეკა მასპინძლობს მოსწავლეების სხვადასხვა ღონისძიებებს და შეხვედრებს. ერთერთი ასეთი ღონისძიება ტოლერანტობისა და თანასწორობის საღამო გახდა.
ღონისძიება ებრაელი ხალხის ისტორიასა და ტრადიციებს მიეძღვნა. საღამოს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების გარდა, ზესტაფონში მცხოვრები ებრაელებიც ესწრებოდნენ. „ჩვენ ვაპირებთ ტოლერანტობისა და თანასწორობის საღამოების მოწყობას მომავალშიც და ამით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში განსხვავებული რელიგიის, რასისა და შეხედულებების პატივისცემას;;, – სთქვა თეა სამხარაძემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.