2015 წლის 17 და 18 სექტემბერს რუსთავის და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა სემინარი აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისათვის თემაზე „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს“. სემინარს უძღვებოდნენ “სიქას” ახალგაზრდული მუშაკი მარიამ კოშაძე და გერმანელი მოხალისე ლეა ეიჩლერი.
რუსთავში სემინარის მონაწილეები იყვნენ გარდაბანის №4, კალინინოს და ჯანდარის საჯარო სკოლების, ხოლო მარნეულში კაჩაგანის № 1 და № 2, დამიაგეორარხის, ილმაზლოსა და ყულარის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები (სულ 60 მონაწილე). მონაწილეებმა მოისმინეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სტიქიური კატასტროფების – მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ხანძრის დროს.
სემინარის დასასრულს გაიმართა სახალისო ვიქტორინა, რომელზეც მონაწილეებს მიეცათ მიღებული ცოდნის შემოწმების და გამოყენების შესაძლებლობა. გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო სიმბოლური საჩუქარი.
სემინარები ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”.