2018 წლის 10 მარტს მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარი სამოქალაქო განათლების შესახებ. სემინარის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შედეგები სტუმრებს პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ გააცნო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, შალვა მეკრავიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი მოსწავლეებში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება. სემინარი ასევე მოიცავდა მედიის წარმომადგენლების ვიზიტს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და მისმა მოსწავლეებმა სტუმრებს სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარმოუდგინეს.სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო განათლების შესახებ ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ;მომავლის თაობა; ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.