2015 წლის 11 თებერვალს, სიქა-ს მოხალისეებმა პოლონეთიდან, ჯანდარისა და კალინინოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დეკლარაციის შესახებ, ასევე მიმოიხილეს საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი შეხედულებები ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის შესახებ . ტრენინგს დაესწრო 27 მოსწავლე და 1 სამოქალაქო განათლების პედაგოგი.