სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სენაკის  სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. მოსწავლეებმა ინფორმაცია საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ გაავრცელეს თემში, ასევე  სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაიდგა შემოწირულობის ყუთი.

ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრო, გაყიდული ბილეთების და  გაწეულმა დახმარებამ 500 ლარი შეადგინა. სენაკი სკოლა-ლიცეუმის   სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოჯახების 2 პირველკლასელი მოსწავლე სკოლაში უფასოდ ისწავლის.

„გადავწყვიტეთ უფრო გაგვეფართოებინა კლუბის საქმიანობის საზღვრები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მხარდამჭერ ორგანიზაციას“ – სთქვა კლუბის ლიდერმა ანა დადიანმა რადიო „ათინათის“ ინტერვიუში.

პროექტი „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International მიერ  აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.