ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლაპანსიონის მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს საკლასო პროექტი ,,ჩვენ შეგვიძლია“, რომელიც ითვალისწინებდა საქველმოქმედო აქციას ხაშურის დ.
კაკიაშვილის სახელობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარების დასახმარებლად. აქციის მიზანი იყო ცენტრის ბენეფიციარების მხარდაჭერა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათ მიმართ ემპათიური განწყობის შექმნა.
მოსწავლეებმა სკოლაში გაავრცელეს ინფორმაცია საქველმოქმედო აქციის შესახებ. სკოლის ფოიეში დადგეს შემოწირულობის ყუთი და, ამის გარდა, სკოლაში და თემში შეაგროვეს სხვადასხვა საჩუქრები.
3 დეკემბერს X კლასის მოსწავლეები, სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, ესტუმრნენ ბავშვთა ცენტრს, საჩუქრები გადასცეს და ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად იმხიარულეს – იმღერეს, ითამაშეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. „დღეს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ყველაზე მრავალფეროვან უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენენ. საზოგადოებას მაინც აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება მათ მიმართ. სკოლა ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ბავშვის აზროვნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. მოზარდები თავიდანვე უნდა ეკონტაქტონ მათ, ჩათვალონ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, არ გამიჯნონ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ნაკლის გამო“- სთქვა შეხვედრის ბოლოს ხაშურის დ. ყიფიანის სკოლაპანსიონის X ა კლასის მოსწავლემ.