2015 წლის 17 ივნისს თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები სასტუმრო „444“-ს ეწვივნენ და სტიქიით დაზარალებული 14 ბავშვისთვის სახალისო აქტივობები მოაწყვეს. „იმის შემდეგ რაც ამ ბავშვებმა ნახეს, ვფიქრობთ, რომ მათ გართობა სჭირდებათ – განაცხადა თბილისის №29 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ყიფშიძემ.

მოსწავლეებმა და დაზარალებულმა ბავშვებმა ერთად ითამაშეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს. აქციაში ბავშვებთან ერთად ჩაერთო დიღმის მოსახლეობაც.

„ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდით ამ ბავშვებისთვის განაცხადა დაზარალებული ბავშვის მშობელმა. აქციის ორგანიზებასა და განხორციელებაში მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ოფისების წარმომადგენლები დაეხმარნენ.

მოსწავლეები აპირებენ რომ მომავალშიც გააგრძელონ დაზარალებული ბავშვების დახმარება.