სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დღეს განსხვავებული აქტივობებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე.
ასევე, სასკოლო სივრცეში მოეწყო კედლის, ასფალტის მოხატვა და პოსტერების გამოფენა ბავშთა უფლებების დაცვის საკითხებზე. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და თითოეულ ბავშვს გისურვებთ იცხოვროთ ისეთ ჯანსაღ და მშვიდობიან გარემოში, სადაც ყველა თქვენი უფლება დაცული იქნება.