2015 წლის 6 მარტს, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 109 დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა. ახალმოსახლეებს საჩუქარი სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმაც გაუკეთეს – ახლადგარემონტებული ბინის სადარბაზოს კედლების გასალამაზებლად საკუთარი ნახატები გადასცეს საჩუქრად.
ნამუშევართა ავტორები ბინების გადაცემის ცერემონიალსაც დაესწრნენ. „ყოჩაღ, ბავშვებო, თქვენ სამოქალაქო კლუბის წევრები ხართ, ხომ?“ – ასე შეაქო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სამოქალაქო კლუბის წევრები დევნილთათვის ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე.
მოსწავლეებს ინიციატივა და საჩუქარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც შეუქო.