2015 წლის 30 სექტემბერს  ძველი ქანდის საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის ,,ნინევია” 16 წევრი  პროგრამის  ,,მომავლის თაობა” ფარგლებში  ესტუმრა  ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრს. მოსწავლეების სურვილი იყო დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.

ჯგუფურ ვიზიტის მონაწილეებს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე ესაუბრა ნატოსა და ევროკავშირის პრინციპებზე, წესდებებზე, წევრებზე. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებაც ისაუბრეს.

ცენტრის დირექტორმა ყურადღება ევროპული ღირებულებებისა და ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა, მან აღნიშნა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ახალგაზრდებს ევროკავშირის პროექტები სთავაზობს. კლუბის წევრები, ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც სხვადასხვა ექსპოზიციებთან ერთად საბჭოთა კავშირის საოკუპაციო რეჟიმის 70-იანი მმართველობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს.

სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის მონაწილეებმა თანაკლუბელებსა და სხვა მოსწავლეებს გაუზიარეს მიღებული ინფორმაცია. ძდექ-ის მცხეთა- მთიანეთის კომიტეტი