სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი სასწავლო მასალა „საკლასო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო“ და „ინსტრუქციები სასკოლო სამოქალაქო კლუბის მუშობისთვის“. ბარათების კრებული გამოიცა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
მასალა შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობის მსურველ მოსწავლეთა და კლუბის მეურვე პედაგოგთა დასახმარებლად, რომ მათ დამოუკიდებლად შესძლონ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბება, მისი მართვა და კლუბის საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა-განხორციელება.