2016 წლის ოქტომბრის თვეში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილები. სამოდელო გაკვეთილებს რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამოდელო გაკვეთილის დასრულების შემდეგ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა გაკვეთილის შეფასება და დისკუსია დამსწრე პედაგოგების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში სამოდელო გაკვეთილი სოფელ კაჩაგანის №1 აზერბაიჯანული სექტორის სკოლაში ჩატარდა.
სამოდელო გაკვეთილების ჩატარება დასრულდება 2016 წლის 9 ნოემბერს იმერეთის რეგიონში.