2015 წლის 16 დეკემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში.
სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი, IX კლასში, ჩაატარა ქალბატონმა ლელე ბუხრაძემ. გაკვეთილის თემა იყო დემოკრატია.
მასწავლებელმა გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად გამოიყენა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო, გაკვეთილი იყო კარგად დაგეგმილი და ინტერაქტიული. სხვადასხვა მეთოდებთან ერთად მასწავლებელმა გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები, რამაც გაკვეთილი უფრო ეფექტური და საინტერსო გახადა.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ გაიმართა გაკვეთილის განხილვა დამსწრე პედაგოგების მიერ. ღია გაკვეთილს დაესწრო შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” პარტნიორი სკოლების 17 მასწავლებელი, საზოგადოება ,,ბილიკის” წარმომადგენელი მაკა სარიშვილი, სამოქალაქო განათლების ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი და სამოქალაქო განათლების ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი ლელა წურწუმია. 2015 წლის ბოლომდე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, სამოდელო გაკვეთილები საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა.