2018 წლის 2-3 ნოემბერს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები აჭარის და გურიის რეგიონების პედაგოგების მონაწილეობით.სამოქალაქო განათლების ექპერტის მანანა ჯინჭარაძის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეების ია კიწმარიშვილის და ლადო აფხაზავას ხელშეწყობით, პედაგოგებმა დილემა „შეფასების მეთოდები პროექტულ სწავლებაში განიხილეს. მიიღეს ინფორმაცია შეფასების ახალი მეთოდების შესახებ და დისკუსიის პროცესში კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„აღმოჩნდა, რომ ბევრი მეთოდი ვიცოდი, რომელიც გამომადგებოდა საგაკვეთილო პროცესში მაგრამ არ ვიყენებდი, რადგან არ ვიცოდი რამდენად სწორი იყო ჩემი ცოდნა. ახლა უფრო თამამად ვიმოქმედებ და აპრობირებულ მეთოდებს გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში“ ამბობს ამირან კახიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღურტის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.