სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს, რომელიც 2016 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით იყალთოში სასტუმრო „სავანეთში“ მიმდინარეობდა, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 22 პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

სამუშაო პროგრამა საგაკვეთილო გეგმების და საკლუბო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეთა გამოცდილების გაზიარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობდა. ტრენინგებს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქ-ნი ნინო ბესელია და ტრენერფასილიტატორი ქ-ნი ნათია ნამიჭეიშვილი.

ბანაკი დატვირთული იყო სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით, რომელიც გულისხმობდა, მასწავლებელთა სამუშაო მასალების გამდიდრებას, როგორც სასწავლო მეთოდიკით ასევე პედაგოგიური გამოცდილების წარმატებული მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი ლევან მრელაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ბ-ნი სოსო მეგუთნიშვილი შეხვდნენ, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისათვის.

“დაუვიწყარი ოთხი დღე გავატარეთ, შემეცნებითი, სითბოთი აღსავსე, სასიამოვნო ურთიერთობები, ადგილიც სწორად და ლამაზად იყო შერჩეული“ აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ბერიკაშვილმა.