ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე საგრანტო პროექტის ,,აქტიური მოქალაქეები დემოკრატიული საზოგადოებისათვის;; ფარგლებში სკოლაში სამოქალაქო განათლების ოთახი მოაწყვეს. აქ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოაწყონ შეხვედრები, დებატები, ფილმის ჩვენება და განხილვა, დაგეგმონ და განახორციელონ სამოქალაქო ინიციატივები და პროექტები.

მოსწავლეებმა ინფორმაცია პროექტის შესახებ თვითმმართველობის და თემის წევრებსაც გააცნეს, შედეგად, მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი არსენიშვილმა, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ეწევა. მან სკოლას 1500 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები გადასცა, ხოლო მშობლებმა და თემის წევრებმა სარემონტო სამუშაოები შეასრულეს.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების ოთახისთვის სკოლამ შეიძინა ავეჯი და ინვენტარი. ,, ეს სივრცე, რომელიც გრანტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა სკოლაში, ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას აძლევს მათ დაგეგმონ და განახორციელონ ინიციატივები და პროექტები სკოლის და თემის საკეთილდღეოდ,;;-ზაალ სხილაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.