2017 წლის 18-22 ივნისს, დაბა ბაკურიანში მოეწყო „სამოქალაქო განათლების ბანაკი 2017“. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 80 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების 11 პედაგოგი მონაწილეობდა.
ბანაკის მსვლელობის დროს ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა სამოქალაქო განათლების თემებზე და მონაწილეებს ქონდათ საინტერესო შეხვედრები. 21 ივნისს ბანაკის სტუმრები იყვნენ მედიის წარმომადგენლები – მეგი კავთუაშვილი, რუსთავი 2 -ის, გენო ოსიყმაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და დევიდ მონგაზონი, გაზეთის “Georgia Today” ჟურნალისტები.
20 ივნისს მონაწილეები შეხვდნენ ქართველ წარმატებულ მეწარმეს, კომპანია “დიოს” აღმასრულებელ დირექტორს ბ-ნ თამაზ დაუშვილს, ხოლო 19 ივნისს ბანაკს ეწვია სახალხო დამცველის ოფისის გენდერული დეპარტამენტის წარმომდგენელი ქ-ნი ანა ლობჟანიძე. მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკის მონაწილეების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს, ხოლო მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და სამოქალაქო თემაზე დადგმული სკეტჩები წარუდგინეს.ბანაკის ორგანიზატორია სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივები ქართული ასოციაცია.
სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობა” ხორციელდება PH International -ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.