სამეგრელოზემო სვანეთის
რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ,,ედელვაისი“ და ,,იმედი
ხვალის“ მოსწავლეები თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან და დაზარალებულებს საჭირო ნივთებით ეხმარებიან. ზუგდიდის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების მეურვე პედაგოგებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს და ზუგდიდის მერიაში არსებულ დახმარების შტაბში მიიტანეს.
ახალგაზრდების ინიციატივას, ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო
განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი პედაგოგები სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონიდან, რომლებმაც შეგროვილი თანხა და ასევე საკვები და არასაკვები პროდუქტები თბილისში გადააგზავნეს სტიქიით
დაზარალებულთა დასახმარებლად.