2015 წლის 15 აპრილს, კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, საკლასო პროექტის ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია!” ფარგლებში, ჩატარდა ჩემპიონატი კალათბურთში ვაჟებს შორის. ჩემპიონატი ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა მიიღეს დოესის, ქვემო ჭალის, კასპის №2 საჯარო სკოლების და სკოლა გიმნაზიის გუნდებმა.

პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოზარდებში. ფინალში ერთმანეთს კასპის სკოლა-გიმნაზიისა და ქვემოჭალის გუნდები შეხვდნენ, გამარჯვებულს- სკოლა-გიმნაზიის გუნდს, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა სანდრო გზირიშვილმა გარდამავალი თასი გადასცა, საუკეთესო მოთამაშეები ქ.

კასპის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა- ბატონმა შოთა გოგიაშვილმა საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა მონაწილეებს სიგელები გადასცა. ღონისძიება ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“