მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდას საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფლის ცენტრში დაიდგა ორენოვანი ბანერი, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს გაუადვილებს სოფელში და მის გარეუბნებში არსებული ისტორიული ძეგლების ნახვას. სოფელ ბალდას ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც დაწვრილებით არის მოცემული ინფორმაცია ისტორიული ადგილების მარშრუტებისა და ძეგლების მნიშვნელობის შესახებ.