2015 წლის 8 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე სასაუბროდ და თემის წევრებთან შესახვედრად მოწვეული იყვნენ ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  წევრები. შეხვედრის მოწყობა განპირობებული იყო გოგონათა ნაადრევი ქორწინების ხშირი შემთხვევებით ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემში.

ჟურნალისტებთან შეხვედრას სოფლის თემის ზრდასრული წევრები – მშობლები დაესწრნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა იძულებითი და ნაადრევი ქორწინების სამართლებრივი რეგულაციების გაცნობას და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილები, რომ 2015 წლის პირველი აპრილიდან, ქორწინებაზე იძულება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. სამოქალაქო კლუბის წევრები კვლავ აპირებენ იძულებითი და ნაადრევი ქორწინების საკითხზე მუშაობას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.