სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერუდიტი“ წევრმა მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია „გაუფრთხილდი წყლის ბინადრებს“.კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს თუ რა ზიანი მოაქვს ბრაკონიერებას გარემოსთვის და მიაწოდეს ინფორმაცია თევზჭერისთვის ხელსაყრელი პირობებისა და პერიოდების შესახებ.კამპანიის დროს სამოქალაქო კლუბის წევრებმა გაავრცელეს ფლაერები და სოფელში განათავსეს საინფორმაციო ბანერი.მოსწავლეების თქმით ბუნებაზე ზრუნვას სისტემატიური ხასიათი ექნება.