თბილისის №75 საჯარო სკოლის მეცხე კლასის მოსწავლეებმა პოლიეთილენის გარემოზე მავნე ზეგავლენის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 80 % -მა არ იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება იწვევს.საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სკოლაში სემინარის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე, ნახატების კონკურსის და გამოფენის ორგანიზება, საინფორმაციო ფლაერების დარიგება თემში.
![](https://civics.ge/wp-content/uploads/2024/08/1572951875-544x725.jpg)