საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ თელავის ტექნოპარკში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა, პროდიუსერმა გიორგი საღინაძემ და მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს: როგორ ვებრძოლოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას? რომელი 12 ნაბიჯია გადასადგმელი სტატუსის მოპოვების გზაზე და რა როლი აქვთ მოქალაქეებს ამ პროცესში? რა შეიძლება შეცვალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებამ და რაზე მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება?