თბილისის № 119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თემში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს. მოსწავლეების ინიციატივითა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა, დამონტაჟდა სატვირთო მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი და განთავსდა ავტობუსის განრიგის აღმნიშვნელი ტაბლო.

შემდეგ კლუბის წევრებმა, საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, სკოლაში სიმულაციური თამაში – „ვიცნობთ თუ არა საგზაო ნიშნებს?“ – ჩაატარეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს თემში.