თბილისის №119 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ონლაინ საკლასო პროექტი – „საგანგებო სიტუაციები და უსაფრთხოება“. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს ონლაინ პრეზენტაცია, ვიდეო მიმართვა, ანიმაცია, სლოგანები, პოსტერები და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.