საბა კილაძე კორბოულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც, საზაფხულო ონლაინსკოლის ფარგლებში, მოამზადა პროექტი ყალბი ახალი ამბების შესახებ.პროექტში საბამ განიხილა ყალბი ინფორმაციის 4 სხვადასხვა სახეობა და მაგალითად მოიყვანა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცლებული ვიდეო, რომლითაც ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნურად გაზარდეს დინოზავრი. საბამ განმარტა, თუ რატომ არის ეს ვიდეო ყალბი ამბის მაგალითი და როგორ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია ონლაინსივრცეში.